Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო განმარტავს მიმინოშვილთან უთანხმოების მიზეზებს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საატესტატო გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სახელმწიფო არის „გარანტი, რომ ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც“. სამინისტროს განცხადება დღეს გამოქვეყნდა მის ვებსაიტზე მას შემდეგ, რაც წინა დღეს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამდებობიდან მოხსნა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი. დღევანდელ განცხადებაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, კოკა სეფერთელაძის განცხადებაზე, რომლითაც მან განმარტა, რა პრინციპული განსხვავებები არსებობდა მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და მაია მიმინოშვილის პოზიციებს შორის. სეფერთელაძე ასახელებს სამ სხვაობას, მათ შორის სამინისტროს სურვილს, „პედაგოგებისათვის შექმნილიყო კომფორტული გარემო როგორც სატესტო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რაშიც მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა" შეხვდა. ამავე თემაზე დღეს ჟურნალისტების წინაშე წარდგა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია. მან განაცხადა, რომ თითქმის ათი თვე გრძელდებოდა დაპირისპირება მინისტრსა და მაია მიმინოშვილს შორის და „მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ესოდენ რთული გადაწყვეტილება“.
XS
SM
MD
LG