შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:46

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ლატვიას ესტუმრა

ტექსტის ზომა - +
30.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლატვიას. სამშაბათს იგი რიგაში შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს. სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობისა და საერთო ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე. დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების დასრულებისთანავე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. დღესვე ლატვიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, სამი ვარსკვლავის ორდენი.
30 მაისი 2012
30 მაისი 2012

კალენდარი