სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:58

ახალი ამბები

ირლანდია ევროკავირის საფინანსო პოლიტიკას უყრის კენჭს

ტექსტის ზომა - +
31.05.2012
ირლანდიაში მიმდინარეობს რეფერენდუმი ევროკავშირის ახალი საფინანსო ხელშეკრულების შესახებ. კენჭისყრა გაარკვევს, ემხრობა თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობა ევროზონის განსამტკიცებლად დაგეგმილ ზომებს. ირლანდია ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომლის კონსტიტუცია მოითხოვს ამგვარი ხელშეკრულებების რეფერენდუმებზე დამტკიცებას. წინასწარი გამოკითხვებით,  ირლანდიელთა უმეტესობა მიემხრობა პაქტს, რომელიც წევრებისთვის ითვალისწინებს ჯარიმებს, თუ ვერ დაიცავენ საბიუჯეტო ბალანსს.  ირლანდიის მთავრობამ გააფრთხილა ხმის უფლების მქონე სამი მილიონი მოქალაქე, რომ თუ უარს ეტყვიან ხელშეკრულებას, ვერ მიიღებენ საერთაშორისო კრედიტს. ირლანდიამ უკვე აიღო 106 მილიარდ დოლარიანი ვალი-დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.
31 მაისი 2012
31 მაისი 2012

კალენდარი