კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:18

ახალი ამბები

სირიის ოპოზიციური არმია აღარ იზიარებს გაეროს სამშვიდობო გეგმას

ტექსტის ზომა - +
04.06.2012
დღეს სირიის არმიას ცხარე ბრძოლა ჰქონდა  შეიარაღებულ მეამბოხეებთან. ამის ფონზე ევროკავშირი მოუწოდებდა  რუსეთს,  გადაელახა ბრიუსელთან აზრთასხვადასხვაობა, რათა დასრულდეს სირიაში სისხლისღვრა. სირიელი აქტივისტების განცხადებით, გასული კვირის მიწურულს მეამბოხეებმა მოკლეს მთავრობის, სულ ცოტა, 80 ჯარისკაცი.  მეამბოხეებისაგან შემდგარი „თავისუფალი სირიის არმიის“  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეამბოხეები აღარ  თვლიან  თავს ვალდებულად, დაიცვან  სამშვიდობო გეგმით ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის პირობები.  რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გამართულ  ევროკავშირ-რუსეთის  სამიტზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ფონ რუმპემ განაცხადა, რომ ბრიუსელი და მოსკოვი თვლიან, რომ გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილის, კოფი ანანის გეგმა საუკეთესო შესაძლებლობაა, თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო ომი სირიაში.
04 ივნისი 2012
04 ივნისი 2012

კალენდარი