ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:31

ახალი ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ბახტიარ ჰაჯიევი

ტექსტის ზომა - +
04.06.2012
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მისჯილი ვადის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაათავისუფლა ცნობილი ახალგაზრდა აქტივისტი ბახტიარ ჰაჯიევი. ეს ნაბიჯი ორი დღით უსწრებს წინ აზერბაიჯანში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს. 30 წლის ბახტიარ ჰაჯიევი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, 2011 წლის მარტში დააპატიმრეს აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი. მას 2011 წლის მაისში მიესაჯა ორწლიანი პატიმრობა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით. ჰაჯიევი თავს უდანაშაულოდ თვლის. გასულ თვეში აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა აზერბაიჯანს ჰაჯიევის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მის პატიმრობას ”სასტიკი მოპყრობად” და გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების შელახვად შეაფასა.
04 ივნისი 2012
04 ივნისი 2012

კალენდარი