ქუთაისში დღეს იმართება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომელზეც სულ უფრო მეტი აქტივისტი იკრიბება. უკვე აღმართულია სცენა, საიდანაც შეკრებილებს მიმართავენ. ის განთავსებულია აღმაშენებლის ძეგლის პირდაპირ, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის ძირში. ქუთაისში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მიტინგზე, რომელიც 18 საათზე იწყება, ათასობით ადამიანი მივა. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამ დროისთვის აღმაშენებლის გამზირი გადაკეტილია ბალახვანის მოედნამდე.