კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:30

ახალი ამბები

ნინო კალანდაძე: თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ვითარებას ადეკვატურად აფასებენ

ტექსტის ზომა - +
11.06.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედი  აქვთ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი რეგიონული უსაფრთხოების საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარების გამწვავების კომენტირებისას თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტები ვითარების სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს და უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალ პრობლემებს ქმნის. კალანდაძის თქმით, თბილისში დარწმუნებულნი არიან, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ვითარებას ადეკვატურად აფასებენ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს დესტაბილიზაცია რეგიონის  სახელმწიფოთა განვითარებისთვის. რაც შეეხება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გასულ კვირაში, ქალაქ ტრაბზონში მიღებულ დეკლარაციას, ნინო კალანდაძის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ფორმატით პირველად შედგა, დეკლარაცია კი ეკონომიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებს შეეხება.
11 ივნისი 2012
11 ივნისი 2012

კალენდარი