ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:35

ახალი ამბები

ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობა უარესდება

ტექსტის ზომა - +
11.06.2012
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჰოსნი მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. კაიროს ციხიდან გავრცელებული ცნობებით, ორშაბათს მუბარაქს გული გაუჩერდა და გულისცემის აღსადგენად ელექტრომოწყობილობა იქნა გამოყენებული. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ 84 წლის ყოფილი პრეზიდენტი გონებას ხშირად კარგავს. მუბარაქმა ორი კვირის წინ დაიწყო მისთვის გამოტანილი განაჩენის - სამუდამო პატიმრობის - მოხდა. ის ეგვიპტეს სამ ათწლეულზე მეტხანს მართავდა. 2 ივნისს მას დაუმტკიცდა ბრალდება, რომ 2011 წელს, მისი მმართველობის წინააღმდეგ ამბოხების მონაწილეთა დახოცვაში მონაწილეობდა. კვირას მუბარაქის მეუღლეს და ორ რძალს მისცეს მისი მონახულების უფლება - მას შემდეგ, რაც მედიამ მისი სიკვდილის შესახებ მცდარი ცნობა გაავრცელა.
11 ივნისი 2012
11 ივნისი 2012

კალენდარი