ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:03

ახალი ამბები

სირიაში თავს დაესხნენ გაეროს მეთვალყურეებს

ტექსტის ზომა - +
12.06.2012
გაეროს თანახმად, მისი სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქ ალ-ჰაფაში შეეღწიათ, თავს დაესხა  განრისხებული ადამიანების ჯგუფი და მათ მანაქანას ქვები და ლითონის საგნები დაუშინა.  მოგვიანებით მანქანებს ესროლეს კიდეც.  გაეროს წარმომადგენლები არ დაშავებულან. ქალაქი ალ-ჰაფა იმ არეალშია, საიდანაც პრეზიდენტის ოჯახია.  გაეროს სამშვიდობო მისიის თანახმად,  სირიაში სრული სამოქალაქო ომია, როცა მთავრობის ძალები ცდილობენ დაიბრუნონ არეალები, რომლებიც მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა.
12 ივნისი 2012
12 ივნისი 2012

კალენდარი