შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:29

ახალი ამბები

რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახური ქართველების დეპორტაციის საქმეს გამოეხმაურა

ტექსტის ზომა - +
13.06.2012
ქართველების დეპორტაციის საქმის კომენტირებისას რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში ყოფნის რეჟიმის დარღვევისთვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქის სამშობლოში გაგზავნის პრაქტიკა ბევრგან არსებობს და ამაში საშინელს ვერაფერს ხედავს. რომოდანოვსკის თქმით, ამჟამად რუსეთში მიგრაციის კანონის დარღვევით იმყოფება საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე. ”წესრიგი უნდა დავამყაროთ, ამიტომ მათ მოვძებნით და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს ან მიგრაციის სამსახური, ან სასამართლო” - განაცხადა რომოდანოვსკიმ.
13 ივნისი 2012
13 ივნისი 2012

კალენდარი