შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:45

ახალი ამბები

უეფამ რუსეთი დააჯარიმა გულშემატკივრების მოქმედებისთვის

ტექსტის ზომა - +
13.06.2012
ევროპის საფეხბურთო ფედერაციამ (უეფამ) 120 000 ევროთი დააჯარიმა რუსეთი, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს მომხდარი ინციდენტების გამო. გარდა ამისა, უეფამ რუსეთი გააფრთხილა, რომ მისმა ნაკრებმა შესაძლოა, ექვსი პუნქტი დაკარგოს ევროპის მომდევნო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, თუ გულშემატკივრების მხრიდან განმეორდება ძალადობის შემთხვევები და სხვა სახის დარღვევები. პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ დღეს მომხდარ დარღვევებს შორის სახელდება მაშხალების სროლა ვროცლავის სტადიონზე, რომელზეც რუსეთის გუნდმა 4:1 დაამარცხა ჩეხეთის ეროვნული ნაკრები. ასევე ოთხშაბათს უეფამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს 12 ივნისს ვარშავაში რუსი და პოლონელი გულშემატკივრების შეტაკებას.
13 ივნისი 2012
13 ივნისი 2012

კალენდარი