შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:24

ახალი ამბები

რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია წესრიგისკენ მოუწოდებს გულშემატკივრებს

ტექსტის ზომა - +
14.06.2012
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ  წესრიგისაკენ მოუწოდა ევროპის ჩემპიონატზე მყოფ გულშემატკივრებს მას შემდეგ, რაც უეფამ რუსეთი დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ ფეხბურთში რუსეთის ნაკრებმა შესაძლოა, ექვსი პუნქტი დაკარგოს ევროპის მომდევნო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. უეფას გადაწყვეტილება მოჰყვა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 8 ივნისს პოლონეთში გამართულ მატჩზე რუსი გულშემატკივრების მხრიდან ძალადობას და რასისტულ გამონათქვამებს. ხოლო 12 ივნისს ვარშავაში მოხდა შეტაკებები პოლონელ და რუს გულშემატკივრებს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვარშავას ეკისრება „სრული პასუხისმგებლობა“ გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე. შაბათს, 16 ივნისს ვარაშავაში საბერძნეთისა და რუსეთის ნაკრები გუნდების შეხვედრაზე მოელიან 20 000-მდე რუს გულშემატკივარს.
14 ივნისი 2012
14 ივნისი 2012

კალენდარი