კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 01:45

ახალი ამბები

თბილისში დააკავეს "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილე

ტექსტის ზომა - +
14.06.2012
კომპანია "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი დაკავებული ჰყავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის ელოდება ადვოკატ  არჩილ კბილაშვილს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს. "გლობალ TV"-ის  დირექტორის, ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, ალექსანდრ რონჟესს სამართალდამცავებმა მხოლოდ მისი უფლებები გააცნეს და არაფერი უთქვამთ დაკავების მიზეზზე. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პროკურატურის თანამშრომლებმა რონჟესი აეროპორტის პერსონალის ოთახში გაიყვანეს, მისთვის რამდენიმე შეკითხვის დასასმელად.
14 ივნისი 2012
14 ივნისი 2012

კალენდარი