ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 09:17

ახალი ამბები

კვირას საბერძნეთში ჩატარდა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები

ტექსტის ზომა - +
17.06.2012
კვირას საბერძნეთში ჩატარდა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი ევროზონაში. საბერძნეთი ორადაა გაყოფილი ალექსის ციპრასის პარტია სირიზასა და კონსერვატულ ახალ დემოკრატიულ პარტიას შორის, რომელსაც ანტონის სამარასი უდგას სათავეში. ციპრასმა პირობა დადო, რომ 130 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური გარიგება, რომელსაც საბერძნეთმა ევროკავშირთან მიაღწია თავისი საფინანსო სისტემის გასაჯანსაღებლად, „ისტორიად იქცევა“, თუკი მისი პარტია შეძლებს უმრავლესობის მთავრობის შექმნას. 6 მაისს გამართულმა არჩევნებმა შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან ვერ მოხერხდა მთავრობის ჩამოყალიბება.
17 ივნისი 2012
17 ივნისი 2012

კალენდარი