ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:15

ახალი ამბები

ჯულიან ასანჟი პოლიტიკურ თავშესაფარს ეკვადორისგან ითხოვს

ტექსტის ზომა - +
19.06.2012
ვიკილიკსის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ეკვადორს, ამის შესახება ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. უკანასკნელი ცნობით, ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება. ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს ასანჟის თხოვნას, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ვერ მოახერხა შვეციაში შესაძლო ექსტრადიციის გასაჩივრება. აღსანიშნავია, რომ სკანდალურად ცნობილმა ასანჟმა აპრილში დაიწყო ტოკშოუს წაყვანა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ Russia Today-ზე და პირველ სტუმრად მიიწვია გასამხედროებულ მოძრაობა „ჰიზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა. ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ნასრალა ტერორისტად მიაჩნიათ. ის ბეირუთიდან, ინტერნეტის მეშვეობით ესაუბრებოდა ასანჟს, რომელიც თავის მხრივ, ბრიტანეთში იმყოფებოდა, გასაიდუმლოებულ ადგილას.
19 ივნისი 2012
19 ივნისი 2012

კალენდარი