ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:58

ახალი ამბები

ევროს მოქმედების ზონის ლიდერები კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ

ტექსტის ზომა - +
22.06.2012
ევროს მოქმედების ზონის ოთხი უდიდესი ეკონომიკის ლიდერები რომში მართავენ შეხვედრას, რომელზეც დავალიანებით შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. სავარაუდოდ, შეხვედრაზე იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის ლიდერები გერმანიას მოუწოდებენ შეარბილოს ხელმომჭირნეობის ზომების გატარების მოთხოვნა, რათა ეკონომიკის ზრდას შეეწყოს ხელი. ამასთან, როგორც ვარაუდობენ, ლიდერები უფრო აქტიური ინტერვენციის მოწოდებით გამოვლენ, ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნების დასახმარებლად. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრეს-მდივნის თქმით, დღევანდელი შეხვედრა არ წარმოადგენს ოფიციალურ კონსულტაციას და მხოლოდ აზრთა არაფორმალური გაცვლა-გამოცვლა ხდება. ფინანსური კრიზისის თემაზე ევროპის კავშირი 28 და 29 ივნისს გამართავს სამიტს.
22 ივნისი 2012
22 ივნისი 2012

კალენდარი