კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:34

ახალი ამბები

თურქეთის პრეზიენტის თქმით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების იგნორირება არ შეიძლება

ტექსტის ზომა - +
23.06.2012
თურქეთის პრეზიდენტის, აბდულა გიულის თქმით, ანკარა ვერ შესძლებს იმ ფაქტის უგულებელყოფას, რომ სირიამ მისი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. გიულის სიტყვებს წინ უძღოდა სირიის ოფიციალური დასტური, რომ პარასკევს მან მართლაც ჩამოაგდო თურქეთის თვითმფრინავი. აბდულა გიული, რომლის სიტყვებიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანატოლიამ“ გაავრცელა, ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ რაც გასაკეთებელია, ყველაფერი გაკეთდება. გიულის თქმით, შესაძლებელია თვითმფრინავი მარშრუტიდან გადავიდა, ვინაიდან დიდი სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავები მცირე ხნით და მცირე მანძილით ხშირად კვეთენ საზღვრებს. გიულის თქმით, გამოძიება დაადგენს, მოხდა თუ არა თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის საჰაერო სივრცეში. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თანახმად, ანკარას დამასკთან სატელეფონო კონტაქტი აქვს - და თვითმფრინავის, ისევე როგორც მისი პილოტების, ძებნა გრძელდება.
23 ივნისი 2012
23 ივნისი 2012

კალენდარი