კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:43

ახალი ამბები

საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი საავადმყოფოში წვანან

ტექსტის ზომა - +
23.06.2012
საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი საავადმყოფოში წვანან - პრემიერს თვალის ოპერაცია სჭირდება, ფინანსთა მინისტრი კი პარასკევს ცუდად გახდა და მას შემდეგ საავადმყოფოში რჩება. პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასს შაბათს უკეთებდნენ ოპერაციას. მას ბადურის ჩამოშლის ადრეული სტადია აქვს. ფინანსთა მინისტრი, 65 წლის ვასილის რაპანოსი კი კერძო კლინიკაში რჩება, მას შემდეგ, რაც პარასკევს იქ მუცლის არეში მწვავე ტკივილით და თავბრუსხვევით მოათავსეს. მისი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია. რაპანოსი, ყოფილი ბანკირი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხუთშაბათს დაინიშნა.
23 ივნისი 2012
23 ივნისი 2012

კალენდარი