შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:23

ახალი ამბები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 66 პატიმარი შეიწყალა

ტექსტის ზომა - +
23.06.2012
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პარასკევს ხელი მოაწერა 66 პატიმრის შეწყალების ბრძანებას. შეწყალებულებს შორის ცხრა პოლიტიკური პატიმარია - ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე, არიდ ჰაჯილი და სხვები. ეს ცხრა პატიმარი 2011 წლის 2 აპრილის ოპოზიციურ გამოსვლებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და ოქტომბერში გამართულ პროცესებზე ორიდან სამ წლამდე  ვადით მიუსაჯეს პატიმრობა. ციხეში რჩება ამავე ბრალდებით დაპატიმრებული კიდევ ორი პირი. მიმდინარე თვის დასაწყისში, აზერბაიჯანში ვიზიტით ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გამოვიდა ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი წარმომადგენლების განთავისუფლების მოწოდებით.
23 ივნისი 2012
23 ივნისი 2012

კალენდარი