პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:46

ახალი ამბები

სოლტ ლეიკ სიტიში საქართველოს ახალგაზრდა მორაგბეთა ნაკრები დამარცხდა იაპონიის გუნდთან

ტექსტის ზომა - +
26.06.2012
აშშ-ში, ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში, გრძელდება, ოც წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ალაფა. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც პირველი ორი თამაში  წარმატებით ჩაატარა -   დაამარცხა კანადისა და ზიმბაბვეს გუნდები. სამშაბათს ქართველი მორაგბეები ქვეჯგუფში გამარჯვებისთვის ეთამაშებოდნენ იაპონელ თანატოლებს. იაპონიამ გაიმარჯვა ანგარიშით 36:29, რის შედეგადაც მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. პირველი ადგილისთვის მატჩში, რომელიც შაბათს გაიმართება, იაპონელი მორაგბეები,   შეხვდებიან  მასპინძელს, აშშ-ის გუნდს. იმავე დღეს საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის ტონგას გუნდს შეერკინება.
26 ივნისი 2012
26 ივნისი 2012

კალენდარი