ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:23

ახალი ამბები

პუტინი გაოცებულია იმით, რომ ბეთლემში მისი სახელობის ქუჩა არსებობს

ტექსტის ზომა - +
27.06.2012
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მისთვის „სრულიად მოულოდნელი“ იყო ინფორმაცია, რომ მისი სახელი მიენიჭა ბეთლემის ერთ-ერთ ქუჩას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა იორდანიაში მას შემდეგ, რაც პალესტინელების ტერიტორიაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეხვდა პალესტინელების პრეზიდენტ ბაჰმუდ აბასს. სწორედ აბასის განკარგულებით არსებობს ბეთლემში პუტინის ქუჩა. ბიბლიური გადმოცემით, ბეთლემი ქრისტეს დაბადების ადგილია. პუტინი იორდანიაში ვიზიტით ამთავრებს ორდღიან ტურნეს რეგიონში, რომელიც ისრაელში ვიზიტით დაიწყო.
27 ივნისი 2012
27 ივნისი 2012

კალენდარი