ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:58

ახალი ამბები

ჟენევაში გაიმართება შეხვედრა სირიის კრიზისზე მოსალაპარაკებლად

ტექსტის ზომა - +
27.06.2012
სირიის საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი, კოფი ანანი ადასტურებს, რომ შაბათს ჟენევაში გაიმართება მინისტრების შეხვედრა სირიის კრიზისზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრაზე უნდა დასახონ გზები კოფი ანანის ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტასაც. ცნობების თანახმად, შეხვედრაზე არ მიუწვევიათ საუდის არაბეთი და ირანი. რუსეთის საგარეო საქმეთთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს დაადასტურა, რომ რუსეთი მონაწილეობას მიიღებს ჟენევის შეხვედრაში და რომ მოსკოვი მიზანშეწონილად მიიჩნევს ირანის მიწვევასაც.
27 ივნისი 2012
27 ივნისი 2012

კალენდარი