პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:44

ახალი ამბები

კლინტონმა და ლავროვმა სირიის შესახებ ისაუბრეს

ტექსტის ზომა - +
29.06.2012
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა სირიაზე ისაუბრეს, ამ ქვეყანაში კრიზისის შესახებ ჟენევის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე. კონფერენცია შაბათს იმართება. პარასკევს კი კლინტონი და ლავროვი ერთი საათით შეხვდნენ ერთმანეთს სანქტ პეტერბურგში. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი მხარე "თანხმდება საკითხების უმრავლესობაზე". ვაშინგტონს საჭიროდ მიაჩნია სირიის პრეზიდენტის პოსტიდან ბაშარ ალ-ასადის გადადგომა მაშინ, როცა რუსეთი ეწინააღმდეგება, მისი თქმით, სირიის საშინაო საქმეებში გარედან ჩარევას. ჟენევის კონფერენცია მოიწვია სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა. ის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდებს, შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს სირიაში გარდამავალი პერიოდის მთავრობის შექმნას.
29 ივნისი 2012
29 ივნისი 2012

კალენდარი