კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:03

ახალი ამბები

აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის აქციებზე აუქციონი გამოაცხადა

ტექსტის ზომა - +
03.07.2012
სააგენტო მედიანიუსი იტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობაზე დაყრდნობით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს, 2012 წლის 2 ივლისს, გამოცხადდა აუქციონი  ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში".
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციების შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. მისი შეფასებით,  ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს ,,ქართუ ჯგუფში, "151 880 661 ლარის ღირებულებისაა,  ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში" – 3 566 498 ლარისა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს ,,ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის  საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7%  საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.  მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.
03 ივლისი 2012
03 ივლისი 2012

კალენდარი