ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:10

ახალი ამბები

ლავროვი: „სირიის მეგობართა ჯგუფი საჭირო აღარაა“

ტექსტის ზომა - +
03.07.2012
მოსკოვი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სირიის მეგობართა ჯგუფი საჭირო აღარაა ჟენევის საერთაშორისო შეხვედრის შემდეგ. ეს განუცხადა ინტერფაქსს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. მას მერე, რაც 30 ივნისს ჩამოყალიბდა „სირიი სამოქმედო ჯგუფი,“  სხვა ფორმუმები კონფლიქტის მოგვარების გზების განსახილველად, აღარაა საჭირო, თვლის ლავროვი, რომლის აზრით,  მეგობართა ჯგუფის მიზანი იყო მხარი დაეჭირა სირიის ოპოზიციის „უცხოეთზე დამყარებული ნაწილისთვის“.  ლავროვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი, რომელიც ადრე ყოველთვის უარს ამბობდა ამ ჯგუფის შეხვედრებში  მონაწილეობაზე, არ ჩავა პარიზში, მორიგ შეხვედრაზე.  მეგობართა ჯგუფის წამყვანი წევრები არიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია,  საფრანგეთი, ასევე  არაბული ქვეყვნებიდან საუდის არაბეთი და კატარი, დასავლეთის მჭიდრო მოკავშირეები.
03 ივლისი 2012
03 ივლისი 2012

კალენდარი