პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:07

ახალი ამბები

აქტივისტების ცნობით, სირიაში ძალადობას 60 ადამიანი ემსხვერპლა

ტექსტის ზომა - +
07.07.2012
აქტივისტების ინფორმაციით, სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა სირიის მასშტაბით დღეს მომხდარ ძალადობის შემთხვევებს. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის 31 სამოქალაქო პირია, 19 სამხედრო, 10 მეამბოხე და დეზერტირი. სირიის ჯარმა დღეს ინტენსიური იერიში მიიტანა მღელვარებით მოცულ ალეპოს პროვინციაში მდებარე ქალაქებზე. პარალელურად, ლიბანის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში ორი გოგონა დაიღუპა და 10 პირი დაიჭრა სირიის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. ორშაბათს სირიაში ლიბანიდან ისროლეს რაკეტა, რასაც ორი სირიელი მესაზღვრის დაჭრა მოჰყვა.
07 ივლისი 2012
07 ივლისი 2012

კალენდარი