კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:49

ახალი ამბები

სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ დამასკში წინსვლა აქვს

ტექსტის ზომა - +
16.07.2012
თავისუფალი სირიის არმიის სამხედრო საბჭოს განცხადებით, დედაქალაქ დამასკის შემოგარენში მდებარე უბნებს მისი ძალები აკონტროლებენ. კერძოდ, საბჭოს პრეს-მდივანი, აჰმედ ალ-ხითაბი აცხადებს, რომ ალ-მიდანის და ტადამონის უბნები მთავრობის „კონტროლს აღარ ექვემდებარება“. ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. არის ინფორმაცია, რომ მეამბოხეები ცეცხლს უხსნიან დამასკის საცხოვრებელ უბნებში ტანკებს. გავრცელებული ცნობებით, გადაკეტილია აეროპორტთან მისასვლელი გზები. მთავრობის ძალები რამდენიმე უბანში ცდილობენ ოპოზიციის მებრძოლების ალყაში მოქცევას. პარალელურად, დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელთან, კოფი ანანთან გამართა შეხვედრა. ლავროვის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ბაშარ ალ-ასადისთვის გადადგომის მოწოდება არარეალისტური იქნება.
16 ივლისი 2012
16 ივლისი 2012

კალენდარი