შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:23

ახალი ამბები

სირიის პრეზიდენტი ისევ გამოჩნდა ტელეეკრანზე

ტექსტის ზომა - +
19.07.2012
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისევ გამოჩნდა ტელეეკრანზე მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს დამასკში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა მისი მთავრობის სამი მნიშვნელოვანი წევრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ხუთშაბათს აჩვენა მოკლე რეპორტაჟი, რომელშიც ასახულია, როგორ იღებს პრეზიდენტი ერთგულების ფიცს თავდაცვის ახალი მინისტრის, ფაჰდ იასიმ ალ-ფრეისაგან. რეპორტაჟით, როგორც ჩანს, გამიზნული იყო იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ცოცხალი და ჯანმრთელია. რეპორტაჟში არ უთქვამთ, სად ჩატარდა ცერემონია. სირიაში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ დამასკში მოწყობილი აფეთქების შემდეგ პრეზიდენტი ზღვისპირა ქალაქ ლატაკიაში გაემგზავრა.
19 ივლისი 2012
19 ივლისი 2012

კალენდარი