ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 02:44

ახალი ამბები

ზუგდიდში დაჭრეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია

ტექსტის ზომა - +
22.07.2012
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია დაჭრილი მიიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში. ის საფანტით არის დაჭრილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო “რესპუბლიკის” მთავარმა ექიმმა როლანდ ახალაიამ. მისივე თქმით, ფაცაციას, რომელიც ბეჭის არეში იყო დაჭრილი, ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმის განმარტებით,  პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დეტალები ცნობილი არ არის. ოთარ ფაცაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 1993-1994 წლებში.
22 ივლისი 2012
22 ივლისი 2012

კალენდარი