სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:06

ახალი ამბები

სირიის ქალაქ ალეპოსთან ტანკებს უყრიან თავს

ტექსტის ზომა - +
25.07.2012
სირიაში მთავრობის ჯარის ათობით ტანკს უყრიან თავს სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოსთან, სადაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი მეამბოხეებზე მასშტაბური იერიშისთვის ემზადება. ალეპოს ქუჩებში შაბათის შემდეგ მიმდინარეობს შეტაკებები სამხედროებსა და მეამბოხეებს შორის. ქვეყნიდან კვლავ გარბის მოსახლეობა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, მარტო წუხელ თურქეთის საზღვარზე 300-მდე ადამიანი გადავიდა.  თურქეთის განცხადებით, საზღვარი ხალხისთვის  ღია დარჩება - თუმცა სატვირთო მანქანების უმეტესობას არ ატარებენ. პარალელურად, რუსეთმა სირიის მთავრობას განუცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. დამასკმა ორშაბათს აღიარა, რომ ფლობს ქიმიურ იარაღს. მისი განცხადებით, ამ იარაღით არ ისარგებლებს მეამბოხეების წინააღმდეგ - თუმცა საგარეო აგრესიის შემთხვევაში მისი გამოყენება შესაძლებელია.
25 ივლისი 2012
25 ივლისი 2012

კალენდარი