კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:20

ახალი ამბები

ანა ტატიშვილი ჩოგბურთელთა ოლიმპიური ტურნირის მეორე წრეში გავიდა

ტექსტის ზომა - +
29.07.2012
ლონდონის ოლიმპიადის ჩოგბურთელთა ტურნირში პირველი წარმატება მოიპოვა ანა ტატიშვილმა. უიმბლდონის ბალახის კორტებზე მიმდინარე ასპარეზობის პირველ წრეში 22 წლის ქართველმა სპორტსმენმა იოლად დაამარცხა ლიხტენშტაინელი შტეფი ფოგტი - 6:2, 6:0. მეთექვსმეტედფინალში ტატიშვილის მეტოქე იქნება ჩი ჟენსა (ჩინეთი) და ნადია პეტროვას (რუსეთი) შორის გამარჯვებული. ორშაბათს ტატიშვილი და მისი მეწყვილე მარგალიტა ჩახნაშვილი წყვილთა თანრიგის ტურნირის პირველ წრეში შეხვდებიან სლოვენიის წარმომადგენლებს კატარინა სრებოტნიკსა და ადრეა კლეპაჩს.
29 ივლისი 2012
29 ივლისი 2012

კალენდარი