ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:13

ახალი ამბები

ინდოეთში მატარებელში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა 30-ზე მეტი ადამიანი

ტექსტის ზომა - +
30.07.2012
ინდოეთის სამხრეთში სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ხანძარს სხვადასხვა მონაცემებით, 30-დან 47-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 28 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთი ვაგონი მთლიანად დაიწვა. სამაშველო სამუშაო გრძელდება და მას ლითონის ვაგონში არსებული მაღალი ტემპერატურა ართულებს. სამგზავრო მატარებელი დელიდან ქალაქ ჩენნაიში მიდიოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
30 ივლისი 2012
30 ივლისი 2012

კალენდარი