ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:21

ახალი ამბები

ავღანელმა პოლიციელმა ნატოელი სამხედრო მოკლა

ტექსტის ზომა - +
19.08.2012
ნატოს ინფორმაციით, ავღანეთის პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა პირმა საერთაშორისო ჯარის სამხედრო მოკლა.  ეს ასეთი ბოლო შემთხვევაა წელს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ  ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ კარზაის დაურეკა და მოუწოდა მას, აღკვეთოს ასეთი თავდასხმები, რომელთა რიცხვი მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ათამდეა.  ნატოს მონაცემებით, საერთაშორისო ჯარის 39  წარმომადგენელი იქნა დახოცილი ამგვარი 29 თავდასხმის დროს, მხოლოდ  წელს. ზოგიერთ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელმაც განაცხადა, რომ მან ავღანეთის უშიშროების ძალებში თავისი ხალხი „შეაგზავნა“.
19 აგვისტო 2012
19 აგვისტო 2012

კალენდარი