სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:42

ახალი ამბები

სირიის საკითხში გაეროს წარმომადგენლის აზრით, ვითარება უარესდება

ტექსტის ზომა - +
24.09.2012
სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვიდა მოხსენებით სირიაში გასული კვირის ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ვითარება ამ ქვეყანაში სულ უფრო უარესდება. დამასკში ვიზიტისას, ბრაჰიმი შეხვდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ვალიდ ალ-მოალემს. როგორც დიპლომატმა განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში, სირიის მმართველებს სჯერათ, რომ მათ ქვეყანაში იბრძვის 5000-მდე უცხოელი მეომარი და დამასკი ცდილობს, რომ კონფლიქტი „უცხოელების შეთქმულებად“ წარმოსახოს. ბრაჰიმიმ აღნიშნა ასევე, რომ სირიის მოსახლეობისათვის სულ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს  სურსათის ნაკლებობის საკითხი.
24 სექტემბერი 2012
24 სექტემბერი 2012

კალენდარი