შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:40

ახალი ამბები

თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს

ტექსტის ზომა - +
06.10.2012
ცნობების თანახმად, თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს, რომელიც ჩვენი რადიოს ბლოგერებს მიეკუთვნება. მას თავს დაესხა უცნობი პირი და, როგორც იუწყებიან, სასტიკად სცემა. როგორც იუწყებიან,  ზაზა ბურჭულაძე ტვინის შერყევით არის მოთავსებული საავადმყოფოში. ბურჭულაძის ვარაუდით, თავდასხმის მიზეზი იყო მისი რეაქცია გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სიაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გლდანის საპატიმროს თანამშრომლების ვინაობაზე და მისამართებზე. ბოლოხანს ბურჭულაძე მონაწილეობდა ტელეპროგრამაში, რომელშიც საზოგადოების რამდენიმე სხვა წარმომადგენელთან ერთად დაგმო სიის გამოქვეყნების ფაქტი.
06 ოქტომბერი 2012
06 ოქტომბერი 2012

კალენდარი