Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი ავღანეთში შეხვდა ქართველ ჯარისკაცებს


საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად. ის შეხვდა ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მყოფ ქართველ სამხედროებს, მათ სიტყვით მიმართა და ახალი წელი მიულოცა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში სამსახურს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ სააკაშვილმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 11 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით.
XS
SM
MD
LG