Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი პარუირ ჰაირიკიანი


ერევანში სროლის შედეგად დაიჭრა სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი პარუირ ჰაირიკიანი. ის საავადმყოფოში მოათავსეს მას მერე, რაც მას ხუთშაბათს საღამოს ერევნის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უცნობი პირი დაესხა თავს. ჰაირიკიანის ნათესავმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 63 წლის პოლიტიკოსი მხარშია დაჭრილი. როგორც იტყობინებიან, ჭრილობა არ არის სასიკვდილო. პოლიციამ დაიწყო მომხდარის გამოძიება. ჰაირიკიანს საბჭოთა საპატიმროებში 11 წელი და შინაპატიმრობაში სამი წელი აქვს გატარებული არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობისა და „სამიზდატის“ ავტორობისთვის. მას ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად მიიჩნევენ მომავალი თვის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჰაირიკიანი საავადმყოფოში უკვე მოინახულა რამდენიმე პოლიტიკოსმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა, რომელმაც დაგმო მასზე თავდასხმა.
XS
SM
MD
LG