Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გაეროსაგან კიევის "ანტიკონსტიტუციური" მოქმედების დაგმობას ითხოვს


კრემლი გაეროსაგან აღმოსავლეთ უკრაინაში "ანტიკონსტიტუციური" მოქმედების საჯარო დაგმობას მოელის. ამის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ვლადიმერ პუტინს მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით 15 აპრილს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია იმ პრორუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში დაკავებული აქვთ სამთავრობო შენობები. კრემლის პრეს სამდივნოს თანახმად, ვლადიმერ პუტინმა შეატყობინა გაეროს გენერალურ მდივანს, რომ "კრიზისის ესკალაცია სწრაფად მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების ოპერაციებში შეიარაღებული ძალები ჩააბა." აშშ მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით დაწყებულ უსაფრთხოების ოპერაციას პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული პირების წინააღმდეგ. "უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია უზრუნველყოს კანონიერება და წესრიგი, ხოლო ანტისამთავრობო პროვოკაციები აღმოსავლეთ უკრაინაში ქმნის ვითარებას, რაზეც ხელისუფლება იძულებული იყო რეაგირება მოეხდინა", - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ.
XS
SM
MD
LG