Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგულად ითვლება სამხრეთ კორეაში ჩაძირული ბორნის 300-მდე მგზავრი


სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შემდეგ, თითქმის 300 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ბორანზე დაახლოებით 459 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ის 16 აპრილს ჩაიძირა. ხელისუფლება ადასტურებს ორი ადამიანის დაღუპვას. ბორანზე სეულის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სკოლის 325 მოსწავლე იმყოფებოდა. ათეულობით სამაშველო ნავი, ვერტმფრენი და მყვინთავი ცდილობს გადარჩენილების პოვნას. სამაშველო საქმიანობაში ჩართვას გეგმავს აშშ-ის სამხედრო ფლოტის ერთი გემიც. სამხრეთ კორეული წყაროების ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ვერ მოახერხა ბორნიდან გამოღწევა.
XS
SM
MD
LG