Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფი თავისუფალია


სოფელ აძვში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ 15 აპრილს დაკავებული ქართველი ჟურნალისტები გაათავისუფლეს. ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის წევრები, ბელა ზაქაიძე, ვახო ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი, ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს, სადაც მათ ქართული მხარისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ახლობლები დახვდნენ. ჟურნალისტები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ დაკავებული. ჟურნალისტების გათავისუფლებას მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
XS
SM
MD
LG