Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვანს უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუციას


საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან მხარდაჭერად მიიჩნევს ხუთშაბათს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც საქართველოს ევროპულ არჩევანსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის ლაპარაკი. კერძოდ, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვეთს და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე. რეზოლუციაში ნათქვამიას ისიც, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას საერთაშორისო ნორმების დარღვევით აგრძელებს. "საოკუპაციო ძალის ეფექტური კონტროლის ქვეშ ეთნიკური წმენდა და იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები მოხდა", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყებამ ევროპარლამენტის ხსენებული რეზოლუციის მიღების გამო გაავრცელა.
XS
SM
MD
LG