Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს ემზარ კვიციანის საქმეზე


კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას თავად ემზარ კვიციანი ესწრება. მისი ადვოკატები მოსამართლეს კვიციანის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავენ. ყოფილ რწმუნებულს თავდებად უდგება პარლამენტის 35 წევრი. თავის მხრივ, პროკურატურა ითხოვს, რომ ემზარ კვიციანს აღკვეთის ზომა, პატიმრობა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდეს, რადგან ჩასატარებელია რამდენიმე ექსპერტიზა. სამხედრო ამბოხებასა და ტერაქტების ორგანიზებაში საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბრალდებული, ძებნილი ემზარ კვიციანი სამშობლოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
XS
SM
MD
LG