Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ადამიანი დაიხოცა სამხრეთ სუდანში, გაეროს ბაზაზე


ათობით ადმიანი დაიღუპა სამხრეთ სუდანში გაეროს მშვიდობის დამცველთა ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. 17 აპრილს ქალაქ ბორში მდებარე გაეროს ობიექტზე 350-მდე შეიარაღებული ახალგაზრდა შეიჭრა, რომლებმაც მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობის დამცველებს. რეგიონში გაეროს უფროსი ოფიცრის ტობი ლანცერის ინფორმაციით, სულ მცირე 58 კაცი, მათ შორის 10 თავდამსხმელი დაიღუპა. დაჭრილთა რაოდენობა კი ასს აჭარბებს. გასული წლის დეკემბერში, სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის სალვა კიირისა და მისი ყოფილი მოადგილის, რიკ მაჩერის მომხრეებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ათასობით ადამიანი შეეწირა, მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა. სამხრეთ სუდანი 2011 წელს, სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ გამოეყო სუდანს.
XS
SM
MD
LG