Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინელ მედესანტეებს


დონეცკის ოლქის დობროპოლეს რაიონში ცეცხლის გაუსხნეს უკრაინელ მედესანტეებს, რომლებიც რაიონის ერთ-ერთ ობიექტზე მსახურობენ. ცნობას ავრცელებს „უკრაინსკაია პრავდა“, ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ კოორდინატორ დმიტრი ტიმჩუკზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები მოტოციკლებით იყვნენ. უკრაინელმა მედესანტეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა ერთ-ერთი თავდამსხმელი. ის და კიდევ ორი თავდამსმელი უკრაინელმა სამხედროებმა დააკავეს და გადასცეს სამართალდამცავებს. უკრაინელი მედესანტეებიდან არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG