Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში შევიდა ამერიკული ფრეგატი "ტეილორი"


სამშაბათს ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შევიდა ამერიკული ფრეგატი „ტეილორი“. მიმდინარე წლის დასაწყისში სწორედ „ტეილორი“ იყო პირველი ამერიკული სამხედრო გემი, რომელიც შავ ზღვაში სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შევიდა. მაშინ გემი დაზიანდა, რის გამოც ის ჯერ თურქეთის პორტ სამსუნში შევიდა, სადაც 12 თებერვალს მეჩეჩზე შეჯდა. მოგვიანებით ფრეგატი „ტეილორი“ შესაკეთებლად საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ბაზა სუდა-ბეიში გადაიყვანეს. აპრილის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთი და აშშ დაადანაშულა 1936 წლის მონტრეს კონვენციის დარღვევაში. აღნიშნული შეთანხმებით, უცხოეთის გემებს მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავი ზღვის აუზში ყოფნა. ამერიკულმა ფრეგატმა კი ამ ვადას გადააჭარბა. თურქეთმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ აშშ-ის გემის დაწესებულ ვადაზე ხანგრძლივად დარჩენა შვი ზღვის აუზში განაპირობა დაზიანებამ, რის გამოც მისი გადაადგილება შეუძლებელი იყო. მარტიდან მოყოლებული თურქეთმა ბოსფორის სრუტეში, შავი ზღვის მიმართულებით გაატარა რამდენიმე ამერიკული სამხედრო გემი.
XS
SM
MD
LG