Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გამანადგურებლებმა რუსეთის ბომბდამშენები საჰაერო სივრციდან გაიყვანეს


ნატოს რამდენიმე წევრის ავიაგამანადგურებლები ჰაერში აიჭრნენ მას მერე, რაც 23 აპრილს რუსეთის ორი ბომბდამშენი მათ საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა ჩრდილოეთის ზღვის არეალში. ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს იყო რუსეთის ტუ-95-ის ტიპის ორი ბომბდამშენი. მისი განცხადებით, მათ მიაცილებდნენ ნიდერლანდის, ბრიტანეთის და დანიის გამანადგურებლები, სანამ ისინი არ მოშორდნენ არეალს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების თანხმად, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მუდამ დაფრინავენ. ნიდერლანდის და ბრიტანეთის უწყებების თანახმად ასეთი ინციდენტები მოხდა 2013 წელსაც. მიმომხილველთა თანახმად, რუსეთი ასეთ ფრენას სათვალთვალოდ იყენებს, და იმისთვის, რათა გამოცადოს სხვა ქვეყნების თავდაცვითი სისტემები.
XS
SM
MD
LG