Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პოლიციამ ოთხი პირი დააპატიმრა „ღირსების მკვლელობის“ საქმეზე


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, მათ ოთხი მამაკაცი დააკავეს ორსული ქალის ჩაქოლვის საქმეზე. ქალი მისმა ოჯახმა მოკლა. დააკავეს მსხვერპლის ბიძა და ორი ბიძაშვილი, ისევე, როგორც კიდევ ერთი მამაკაცი. 25 წლის ფარზანა პარვინი ლაჰორში, სასამართლოს შენობასთან მოკლეს მისმა ოჯახის წევრებმა, მამის და ძმების ჩათვლით. მსხვერპლის მამა თავდასხმის ადგილზევე დააპატიმრეს. პოლიცია აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მისი ძმების და ყოფილი საქმროს დაპატიმრების ოპერაცია. ფარზანა პარვინის ოჯახი აცხადებს, რომ ქალმა მათ ღირსება აჰყარა მათი ნების საწინააღმდეგოდ მუჰამედ იყბალზე გათხოვებით. საქმეს კიდევ ერთი თავზარდამცემი განვითარება მოჰყვა - პოლიცია აცხადებს, რომ თავის დროზე მუჰამედ იყბალი დაპატიმრებული იყო პირველი ცოლის, აიშა ბიბის მოკვლის გამო 2009 წლის ოქტომბერში. პაკისტანის ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის თანახმად, 2013 წელს ე.წ. „ღირსების მკვლელობებს“ 869 ქალი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG