Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი


აზერბაიჯანში დააკავეს ოპოზიციურ პარტია „მუსავათის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფარაჩ კარიმლი. „მუსავათის“ ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, კარიმლი დღეს დააკავეს ბაქოში. 29 წლის აქტივისტის მამამ, რაფიკ კარიმლიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ოჯახის წევრებისათვის არ შეუტყობინებიათ, სად იმყოფება ფარაჩ კარიმლი. 17 ივლისს დააკავეს ფარაჩის ძმა, სირაჩი, რომელსაც ნარკოტიკების ფლობის ბრალდება წაუყენეს. „მუსავათის“ წევრები კარიმლის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ჩვენს რადიოსთან საუბარში, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ეჰსან ზაჰიდოვმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ფარაჩ კარიმლის დაკავების, ან მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

XS
SM
MD
LG