Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი შაბათს იმსჯელებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე


საქართველოს პარლამენტი, შაბათს იმსჯელებს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ. მისი განმარტებით, პარლამენტი ელოდება პრეზიდენტის მიმართვას, რის შემდეგაც კომიტეტები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ. 23 ივლისს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე წარუდგინა პრეზიდენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ღარიბაშვილმა 21 ივლისს თანამდებობებიდან დაითხოვა შვიდი სამინისტროს ხელმძღვანელები. მას შემდეგ ცნობილი გახდა ყველა ახალი მინიტრის კანდიდატურების ვინაობა. 23 ივლისს დასახელდა ბოლო მათგანის, კერძოდ მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე. გიორგაძე არის კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი, თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი. კულტურის მინისტრის პოსტზე მის წარდგენასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ გიორგაძეს აქვს "ფართო კონტაქტები უცხოეთში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის გატანას მსოფლიო მასშტაბით და მის პოპულარიზაციას".

XS
SM
MD
LG