Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ქეიმ ჩვენება მისცა კეზერაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ


"ტელეიმედის" ჩამორთმევის საქმეზე მიმდინარე სასამართლო გამოძიების მსვლელობის დროს, ტელევიზიის ყოფილმა მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილისა და ქალაქ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. სკაიპის საშუალებით დაკითხვის დროს ჯოზეფ ქეიმ განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი კაბინეტში მას „ხმლით ხელში დახვდა“ და უთხრა, „სააკაშვილის გადაწყვეტილებით "ტელეიმედი" მათთვის უნდა მიეცა. ჯოზეფ ქეის თქმით, კეზერაშვილთან საუბრის შემდეგ მან თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე და ოფისი დატოვა. მეორე დღეს კი, ქეის თქმით, გიგი უგულავამ დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეული დოკუმენტებისთვის ხელი უნდა მოეწერა. პროკურორების შეკითხვაზე, თუ რის გამო დათმო მან "ტელეიმედი", ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, რომ მან ტელევიზია "სიცოცხლის უსაფრთხოების გამო დათმო".

XS
SM
MD
LG